воскресенье, 5 апреля 2015 г.

შუა საუკუნეების ლიტერატურა

შუა საუკუნეებით ტრადიციულად აღნიშნავენ გარდამავალ პერიოდს, რომელიც მიჯნავს ორ ძირითად ეპოქას-ანტიკური და თნამედროვე. შუა საუკუნეები იწყება 476 წ.-დან (როცა რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი დაემხო) და მთავრდება 1453 წ-ს, როცა თურქებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს. შუა საუკუნეები არის პერიოდი მუდმივი არეულობისა, რომელიც მე-5 – მე-10 საუკუნეებში მიმდინარეობს. გერმანიკული ტომების დაპყრობის შემდეგ (ფრანკები ვესტგოთები, ვანდალები) კლოვისმა (მეროვინგი ფრანკთა დინასტიიდან) პირველად გააერთიანა გალის ტერიტორია. 496 წელს კი მოექცა კათოლიციზმზე. მისი სიკვდილის შემდეგ კი მეროინგ მეფეთა ძლიერება მცირდება. ფეოდალური ეპოქა- საკუთრივ შუასაუკუნეები, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური სიახლეებით, მორალური და კულტურული იდეალებით, ლიტერატურული ფორმებით, იშლება მე-10 ს-დან მე-13 ს-მდე. გამდიდრებული და დახვეწილი ენა ამ პერიოდში საშუალებას იძლევა გამოხატოს უახლესი ცივილიზაციის მიღწევები, რაც დაფუძნებულია ქრისტიანული სარწმუნოების, რაინდული იდეალისა და ფეოდალური სიახლეების ერთიანობაზე. „ჯვაროსნული ომები“ პაპების ხელშოწყობით ეწყობა. ამ ომების მიზანი მხოლოდ წმინდა ადგილების დაპყრობა კი არ იყო, არამედ ისინი ხელს უშლიდნენ ფეოდალური ურთიერთობების დაშლას. მე-14 – მე-15 საუკუნეები ხშირად ცივილიზაციის დაკნინების ეპოქადაა მიჩნეული. უეჭველია, რომ უმაღლესი იდეალები, მე-13 საუკუნის ცოცხალი მითები აღარ შეესაბამება რეალობას. ზოგიერთი მეფის ენერგია და ძალა აძლიერებს პოლიტიკურ გავლენას ფეოდალებზე, პაპებზეც კი. ასწლიანი ომის შედეგები აუძლურებს სამეფოს, მაგრამ ლიტერატურაში სადაც უფრო აისახება მიმდინარე მოვლენები, იწყება ეროვნული გრძნობის ნამდვილი გამოღვიძება, რასაც ამ ეპოქაში ყველაზე მეტად ასახიერებს ჟანა დარკი. პირველი ტექსტები ფრანგულ ენაზე იყო „სტრასბურგის ფიცი“, რომელიც მხოლოდ ლინგვისტურ დოკუმენტად შეიძლება გამოდგეს. ნაწერები გვიჩვენებენ, რომ პირველი ლიტერატურული ძეგლები რელიგიური სულისკვეთბითაა სავსე, რომლებიც მონასტრების ბიბლიოთეკების წყალობით დაუბრუნდნენ ანტიკურ და რელიგიურ კულტურას, თუმცა არსებობენ სხვა შემოქმედებიც, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით მიმართავენ ხალხს. ჟონგლიორების მსმენელი პუბლიკა მრავალფეროვანი იყო. ციხედარბაზებში-არისტოკრატები, ხოლო ბაზრის მოედნებსა დალოცვად სიარულისას-უბრალო ხალხი. ჟონგლიორები მოხატიალე ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი მართავდნენ სპექტაკლებს, იყვნენ აკრობატები და წვრთნიდნენ ცხოველებსაც. ქმნიდნენ ლიტერატურულ თხზულებებს, სიმღერებს ან ერთეულ ეპიკურ ამბებს. ზოგიერთი მათგანი რომელმაც როგორღაც ცოდნის მიღება მოახერხა პოემებსაც კი წერდა თავისი პუბლიკის გემოვნებაზე დაყრდნობით. სწორედ ესენი იწოდებოდნენ ტრუვერებად (Trouveurs, Createurs), მაგრამ ყველა ჟონგლიორი ტრუვერი არ არის, არც ყველა ტრუვერი იყო ჟონგლიორი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ტექსტი, რომელიც ცნობილია, ძალიან შორეულია და არ შეესაბამება მის პირვანდელ ვერსიას. ისინი შემდეგ მრავალჯერ განახლდა სხვადასხვა ავტორის მიერ. ლიტერატურის პირველი ნაწარმოებიდან, ყველაზე მეტად ნაყოფიერი და მდიდარი ეპოსი მე-11 ს-ის ბოლოდან ჩნდება. „Chansons de geste”. თავდაპირველად ამ სიმღერებს ჟონგლიორები ავრცელებდნენ ზეპირად, რომლებსაც თვითონ ქმნიდნენ, ეს სიმღერები კაროლინგთა გმირობებს ადიდებდნენ, ან ლეგენდასავით რაღაც მოგონილს ყვებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ანონიმური იყო. საგმირო სიმღერების ფორმა არ ემორჩილებოდა ლექსის მთავარ წესებს. ფორმათა სიგრძე მერყეობს 2000-20 000 სტრიქონს შორის. ისინი უმეტესად დაკასილაბურია 4+6, მაგრამ არის აგრეთვე ალექსანდრული და ოქტოსილაბური. ამ სიმღერებში მოთხრობილია ბრძოლები სარკინოზთა წინააღმდეგ.